უკრაინაში საეკლესიო განხეთქილებისადმი მიძღვნილი წიგნი "თანამედროვე უკრაინული კითხვა და მისი დადგენილება საღმრთო და წმინდა კანონთა მიხედვით" რუსულ ენაზე გამოიცა. მისი ავტორია კიკკოსისა და ტილირიის მიტროპოლიტი ნიკეფოროსი – კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული და ავტორიტეტული იერარქი, უძველესი და დიდებული კიკკოსის მონასტრის ჰეგუმენი, პატივსაცემი არა მხოლოდ კვიპროსში, არამედ მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში.
თავის ნაშრომში ავტორი მკითხველს უხსნის უკრაინული კითხვის ძირითად ასპექტებს, აანალიზებს მათ მართლმადიდებლური ეკლესიის კანონებისა და ტრადიციების თვალსაზრისით, ასევე პასუხობს კითხვას, მართალი თუ შეცდომით კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს "ავტოკეფალია" მიენიჭა უკრაინის სქიზმატიკოსთა ჯგუფს.
წიგნის გვერდებზე მიტროპოლიტი ნიკიფორი მკითხველს უზიარებს თავის მოსაზრებებს მისი სამწყსოსა და ეკლესიის მთავარმართებლის მოვალეობის შესახებ, უცხადებს წმინდა მართლმადიდებლობის ერთგულებას, გამოთქვამს შეშფოთებას მის ბედზე, უარყოფს თვინიერების ქრისტიანულ სულისკვეთებაში ოპონენტთა შეცდომებს და საკუთარ მრწამსს დასაბუთებული არგუმენტებით იცავს.
გამოცემა, რომელსაც გამომცემლობა "შემეცნება" ქრისტიანული კულტურისა და მემკვიდრეობის მხარდაჭერის ფონდთან თანამშრომლობით ახორციელებს, უკრაინული სქიზმის თემისადმი მიძღვნილი ათი წიგნის სერიაში პირველია. უახლოესი პუბლიკაციების ავტორებს შორის არიან ვიდინის მიტროპოლიტი დანიელი (ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია), პირეოსის მიტროპოლიტი სერაფიმე (საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია) და სხვები. ყველა ეს ნაშრომი ეძღვნება უკრაინის ეკლესიის პრობლემის სხვადასხვა ასპექტს და მიზნად ისახავს მკითხველს დაეხმაროს მისი მიზეზებისა და შესაძლო შედეგების ობიექტური იდეის ჩამოყალიბებაში.